x
image
worldsport.ge
ჟაკ როგი: “ჭიდაობაში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა”

imageსაერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგმა ერთ-ერთ ევროპულ სპორტულ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, რომ 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ჭიდაობის ამოღების ინიციატივა აბსოლუტურად სწორი და საჭირო ნაბიჯი იყო.
“თებერვალში მიღებულ გადაწყვეტილებას შეცდომად არ მივიჩნევ. მით უმეტეს, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის რეაქციის შემდეგ. ამ სახეობაში ძალიან ბევრი რამ იყო შესაცვლელი და ცვლილებები უმალ განხორციელდა მართვის სისტემაში, ტურნირების ჩატარების სისტემასა თუ საჭიდაო წესებში. ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ სოკ-ის კრიტიკა სწორად მიიღო და ოპერატიულად იმოქმედა”, – განაცხადა ჟაკ როგმა.
შეგახსენებთ, თებერვლიდან მაისამდე ჭიდაობა სპორტის 7 სახეობასთან ერთად 2020 წლის ოლიმპიური თამაშების კანდიდატ სახეობად ითვლებოდა. ახლახან, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა კომიტეტმა სამი კანდიდატიღა დატოვა: ჭიდაობა, ბეისბოლი და სქვოში. ამათგან მხოლოდ ერთ სახეობას გაუმართლებს. რომელს შეიტანენ 7 წლის შემდეგ ჩასატარებელი ოლიმპიადის პროგრამაში, 7 სექტემბერს, ბუენოს აირესში სოკ-ის სესიაზე გაირკვევა.


www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0