x
image
worldsport.ge
მოურინიო: “რონალდუს ჰგონია, რომ ყველაფერი იცის”

imageლონდონის “ჩელსიში” დაბრუნებული ჟოზე მოურინიო თავისი ყოფილი შეგირდის – კრიშტიანუ რონალდუს უარყოფით მხარეზე ალაპარაკდა. პორტუგალიელის თქმით, მისი თანამემამულე კრიტიკას ვერ ეგუებოდა.
“რონალდუსთან ერთადერთი პრობლემა მქონდა. როდესაც მწვრთნელი ფეხბურთელს ტაქტიკური თვალსაზრისით აკრიტიკებს, ნორმალურია. მოთამაშემ უნდა მოისმინოს და გაითვალისწინოს, მაგრამ რონალდუ კრიტიკას არ იღებდა. ეგონა, რომ ყველაფერი იცოდა და მწვრთნელის დახმარებას არ საჭიროებდა. ჩემი ხელმძღვანელობით, კრიშტიანუმ 3 ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა. არ ვიცი, ეს წლები მის კარიერაში საუკეთესო იყო თუ არა, რადგან “მანჩესტერშიც” ბრწყინვალე პერიოდები ჰქონდა”, - განუცხადა მოურინიომ Reuters-ს.


www.worldsport.ge

0
57
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0