x
image
worldsport.ge
დიდი ამბები: 8 გუნდი ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარს აცხადებს "

imageდღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების ხელმძღვანელთა შეხვედრა გაიმართა ფედერაციის ჩინოსნებთან. სფფ-დან იყვნენ ზვიად სიჭინავა, რევაზ არველაძე და მურთაზ ხურცილავა. ხმაურიანი განცხადებაც გაკეთდა, კერძოდ, 8 კლუბმა უარი განაცხადა ჩემპიონატში მონაწილეობაზე, თუ მათ 2 მილიონი ლარი არ შეხვდებათ - ის თანხა, რაც გორის "დილამ" მიიღო სახელმწიფოსგან.
ეს 8 გუნდია: "დინამო" (თბილისი), "ზესტაფონი", "ვიტ ჯორჯია", "მეტალურგი", "სიონი", "ზუგდიდი", "მერანი", "ტორპედო".
ამაზე მსჯელობა კარგა ხანია, მიდის და კერძო კლუბების გარდა, როგორც ხედავთ, მუნიციპალური გუნდებიც ბოიკოტს აცხადებენ.
ფედერაციის რეაქციაც ბუნებრივი იყო - 8 გუნდი თუ ვერ გამოვა, ჩემპიონატს ვერ ჩავატარებთო.
"მსოფლიო სპორტი" მიხეილ ხუციშვილს ("ზესტაფონის" სპორტული დირექტორი) დაუკავშირდა:
- რვავე გუნდმა გააკეთა განცხადება, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას ჩემპიონატში. ახლა სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, რა ბედი ელის ჩემპიონატს. "ტორპედოს" წარმომადგენლები სხდომაზე არ იყვნენ, თუმცა როგორც ვიცი, ისინიც უარზე არიან ჩემპიონატში მონაწილეობაზე, თუ ყველა გუნდი თანაბრად არ დაფინანსდება. დაიწერა წერილი და კარგი ფაქტი მოხდა, რომ კლუბები ერთად შეიკრნენ. აქამდე თუ მხოლოდ "ზესტაფონი" ამბობდა ხმამაღლა, ახლა სხვებიც ამოგვიდგნენ მხარში.
- რა მდგომარეობაა ახლა "ზესტაფონში"?
- 2 თვის ხელფასები გაუცემელია - როგორც ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს, ასევე მთლიანად გუნდის პერსონალს არ აუღია. როგორც იცით, ჩვენ ოფიციალურად მივწერეთ წერილი მუნიციპალიტეტის გამგეობას, მაგრამ იქიდან გვიპასუხეს, რომ გუნდის დაფინანსებისთვის საჭირო სახსრები არ გააჩნიათ. ამ ეტაპზე “ზესტაფონის" ბედი ჰაერშია გამოკიდებული. ველოდებით სახელმწიფოს გადაწყვეტილებას.


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
169
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
169
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0