x
image
worldsport.ge
კლოზე: “ლაციო” სამეულისთვის ვერ იბრძოლებს

imageრომის “ლაციოს” გერმანელ თავდამსხმელ მიროსლავ კლოზეს არ სჯერა, რომ მისი გუნდი სერია A-ს მომავალ სეზონში პირველ სამეულში მოხვედრას და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას შეძლებს. შეგახსენებთ, წლეულს “ლაციომ” იტალიის თასი მოიგო და ევროპის ლიგაზე გავიდა.
“ჩემპიონთა ლიგა მომავალ სეზონში? სამწუხაროდ, ეს არარეალურად მიმაჩნია. რომაულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს და მასთან ერთად წარმატებისთვის ვიბრძოლებ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში გასვლის მაინც არ მჯერა. ალბათ ისევ ევროპის ლიგის საგზურისთვის ვიბრძოლებთ”, – განაცხადა კლოზემ.


www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0