x
image
worldsport.ge
20 ივნისს "დინამო" (თბილისი)_"დინამო" (კიევი) გაიმართება

imageთბილისის "დინამო" 20 ივნისს, მოსამზადებელი ეტაპისას ამხანაგურ მატჩს გამართავს კიევის "დინამოსთან". ეს ავსტრიაში, სადაც კიეველები შეკრებას გაივლიან. ინფორმაცია ამ მატჩის დაგეგმვის შესახებ უკრაინულმა საიტებმა გაავრცელეს.
ცოტა რამ ისტორიიდან: კიევისა და თბილისის დინამოელები საბჭოეთის ჩემპოინატში 106-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. თბილისელებმა 34 მატჩი მოიგეს, 36 ფრედ დაასრულეს და ასევე 36-ჯერ წააგეს. ბურთების შეფარდება კი ქართველთა სასარგებლოდაა - 141:140.
ბოლოს თბილისელებმა 1986 წელს სძლიეს კიეველებს - გასვლაზე 3:1.
შეხსენებისთვის, კიევის "დინამოს" ლეგენდარული ოლეგ ბლოხინი წვრთნის.


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
101
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0