x
image
worldsport.ge
ლევანდოვსკი: “დორტმუნდი მიყვარს, მაგრამ...”

imageდორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ოფიციალურად დაადასტურა უცხოური გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ კლუბის ამ ზაფხულს დატოვება უკვე გადაწყვეტილი აქვს.
“ამჟამად ზუსტი პასუხის გაცემა მიჭირს. მხოლოდ ერთს გეტყვით, ზაფხულშივე გავხდები იმ გუნდის წევრი, რომელში თამაშიც ძალიან მინდა. “ბორუსია” ძალიან მიყვარს და ყოველთვის მეყვარება, მაგრამ ახლა ჩემი საფეხბურთო კარიერისთვის საჭირო ნაბიჯს ვდგამ”, – უთხრა ფეხბურთელმა ერთ-ერთ გერმანულ გამოცემას.
პოლონელი თავდამსხმელი სასურველი კლუბის ვინაობას ჯერ არავის უმხელს, მაგრამ გავრცელებულ ხმებს თუ ვენდობით, ლევანდოვსკი კონტრაქტს სავარაუდოდ მიუნხენის “ბაიერნთან” გააფორმებს.


www.worldsport.ge

0
45
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0