x
image
worldsport.ge
ქეცბაია: "ნუ გამიხსენებთ მხოლოდ ბანერზე ფეხის დარტყმით"

imageროდესაც თემურ ქეცბაია ირლანდიაში იყო ჩასული, ადგილობრივმა პრესამ კიდევ ერთხელ გაახსენა ის მომენტი, როცა "ნიუკასლში" თამაშობდა და "ბოლტონთან" გატანილი გოლი ჯერ მაისურის გახდით, შემდეგ კი სარეკლამო ბანერზე ფეხების დარტყმით აღნიშნა. იმ მატჩში ქეცბაია შეცვლაზე შევიდა:
"მოდი, ნუ შემეკითხებით იმ მომენტზე. არაერთი კარგი რამ გამიკეთებია "ნიუკასლში" და ხალხი მაინც სულ ბანერზე ფეხის მირტყმას იხსენებს. ჩემთვის ცუდი ეპიზოდი იყო. ხანდახან ცუდიც შეიძლება მოხდეს. იმ დღეს, იმ წუთში მე კონტროლი დავკარგე. სადაც უნდა ჩავიდე, ინგლისსა თუ სხვა ქვეყანაში, ამას მაინც მახსენებენ".
ქეცბაიამ ასევე აღნისნა, რომ კარიერის საუკეთესო პერიოდი სწორედ ინგლისში გაატარა:
"ეს ფანტასტიკური დრო იყო. როგორც ფეხბურთელს, ამაზე უკეთესი პერიოდი არ მქონია".


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
64
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0