x
image
worldsport.ge
“მონაკო” კაბაით დაინტერესდა

imageThe Evening Chronicle-ს მტკიცებით, საფრანგეთის ლიგა 1-ში დაბრუნებული “მონაკო”, მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებას და შემადგენლობის გაძლიერების მიზნით კიდევ არაერთი ცნობილი ფეხბურთელის შეძენას გეგმავს.
წყაროს ცნობით, მონეგასკთა თვალთახედვის არეში ამჯერად ინგლისის “ნიუკასლის” ფრანგი ნახევარმცველი იოან კაბაი მოექცა. 27 წლის ფეხბურთელს “კაჭკაჭებთან” მოქმედი კონტრაქტი 2016 წელს ეწურება და “მონაკო” მზადაა, მის შესაძენად 20 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს.
კაბაის შეძენის სურვილს კიდევ ერთი ფრანგული გუნდი, ჩემპიონი პსჟ გამოთქვამდა, რომელიც “მონაკოს” მსგავსად, ფულს არ ითვლის, მაგრამ “ნიუკასლის” თავკაცმა ალან პარდიუმ განაცხადა, რომ გუნდის ლიდერს არანაირი თანხის სანაცვლოდ არ შეელევა.


www.worldsport.ge

0
14
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0