x
image
worldsport.ge
ნავასი “სიტის” ფეხბურთელია

imageესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და “სევილიას” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ხესუს ნავასი მომავალ სეზონს ინგლისის პრემიერლიგის “მანჩესტერ სიტიში” დაიწყებს.
სევილიური კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, მხარეებმა ტრანსფერის დეტალები უკვე შეათანხმეს. “ქალაქელებს” 27 წლის ფეხბურთელის შეძენა 17 მილიონი გირვანქა სტერლინგი უჯდებათ.
“სევილიამ” “მანჩესტერ სიტის” ოფიციალური წინადადება ორშაბათს მიიღო და თავად ფეხბურთელის სურვილის გათვალისწინებით, მასზე თანხმობა განაცხადა. ახლა ის ინგლისურ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ნავასს სურს, რომ წარმატებული კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში განაგრძოს, უფრო ზუსტად კი, ისეთ კლუბში, სადაც განვითარების მეტი შანსი ექნება. ამის შესახებ მან უკანასკნელი თვის განმავლობაში პრესასთანაც ისაუბრა”, - წერია ესპანური კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ აქამდე ხესუს ნავასი მხოლოდ “სევილიას” ღირსებას იცავდა (10 წლის განმავლობაში) და “მანჩესტერ სიტი” მის კარიერაში მეორე კლუბი იქნება. 2009 წლიდან ის ქვეყნის ეროვნული ნაკრების ღირსებასაც იცავს და 23 მატჩში 2 გოლი გაიტანა.


www.worldsport.ge

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0