x
image
worldsport.ge
ვან გაალმა რობენს დამატებით დასვენების უფლება მისცა

imageჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა აზიურ ტურნეზე გამგზავრების წინ გუნდის ლიდერ არიენ რობენს დამატებით დასვენების საშუალება მისცა.
ვან გაალის შეგირდები მინი-ტურნეს ფარგლებში 7 და 11 ივნისს ინდონეზიისა და ჩინეთის ნაკრებებს ეთამაშებიან. გამგზავრების წინ ჰოლანდიელებმა სამშობლოში ბოლო ვარჯიში ორშაბათს გამართეს და Fcupdate-ს ცნობით, მწვრთნელმა 29 წლის ფეხბურთელს ამ ვარჯიშის გაცდენის უფლება მისცა.
რობენმა გერმანიის ბუნდესლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, ცოტა ხნის წინ გერმანიის თასიც მოიპოვა და რადგან ასეთი გადატვირთული სეზონი ჰქონდა, ზედმეტი დასვენების დღე მიიღო.
“რა თქმა უნდა, საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას ვიღებდი, მაგრამ უწინარესად, მე პროფესიონალი ვარ. მიუხედავად ამისა, მწვრთნელმა გამიგო და დასვენების უფლება მომცა. ის დიდებული ადამიანია”, - განაცხადა რობენმა.


www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0