x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გერმანელი მამაკაცი 15 წელი თავში ფანქარგარჭობილი ცხოვრობდა

imageავღანური წარმოშობის გერმანიის მოქალაქე 15 წელი თავში ფანქარგარჭობილი ცხოვრობდა, ისე, რომ არ იცოდა ამის შესახებ.როგორც აახენას უნივერსიტეტის საავადმყოფოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, (ჩრდილოეთ რეინ-ფესტფალია) 24 წლის მამაკაცმა ჯერ კიდევ 2011 წელს მიმართა ექიმებს, იგი მუდმივ თავის ტკივილებს უჩიოდა, აგრეთვე გაციებას და ცალ თვალში მხედველობის გაუარესებას.ექიმები დიდხანს ვერ მიხვდნენ რაში იყო საქმე, მხოლოდ კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღების შემდეგ გამოჩნდა, რომ მამაკაცს თავში ფანქარი ჰქონდა გარჭობილი.ახალგაზრდა მამაკაცმა ვერაფრით ვერ ახსნა, როგორ შეიძლებოდა თავში მოხვერდილიყო ფანქარი, თუმცა მოგვიანებით გაიხსენა, რომ ბავშვობაში უხერხულად დაეცა.ექიმებმა თავიდან ამოიღეს უცხო სხეული, ხოლო ჟურნალისტებისთვის ეს ამბავი მაშინ გახდა ცნობილი, რის შემდეგაც ამ შემთხვევას ექიმებმა საგანგებო პრესკონფერენცია მიუძღვნეს.ეს პირველი შემთხვევა არაა, 2007 წელს მოხუც გერმანელ ქალს, რომელსაც მუდმივად თავის ტკივილები აწუხებდა, ამოუღეს ფანქარი, რომელიც 50 წელი ჰქონდა სხეულში.

0
41
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0