x
image
worldsport.ge
“ბარსელონამ” ნეიმარი გაიფორმა და წარადგინა

“ბარსელონამ” ბრაზილიელი ამომავალი ვარსკვლავი, ნეიმარ და სილვა ჟუნიორი ოფიციალურად დღეს გაიფორმა. ბრაზილიიდან ბარსელონაში ჩაფრენილმა 21 წლის შემტევმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, 5-წლიან კონტრაქტს ხელი მოაწერა და “კამპ ნოუზე” შეკრებილ გულშემატკივრებს თავისი შესაძლებლობებიც უჩვენა.
“ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ადგილობრივი დროით 18 საათსა და 08 წუთზე, ნერიმართან ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ბრაზილიელს კატალონიურ კლუბთან 2018 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. გარიგების სხვა დეტალები ოფიციალურად ჯერ არ ხმაურდება. ასევე უცნობია ისიც, თუ რა ნომრით ითამაშებს ნეიმარი “ბარსელონაში”.
გავრცელებული ინფორმაციით, ნეიმარის პრეზენტაციას, “კამპ ნოუზე”, დაახლოებით 56 ათასი ადამიანი ესწრებოდა, რაც “ბარსას” ისტორიაში მე-2 საუკეთესო შედეგია. ამ მხრივ რეკორდსმენი ზლატან იბრაჰიმოვიჩია, რომლის პრეზენტაციასაცimage
60 ათასი ადამიანი დაესწრო.image

1
222
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
222
  
2013, 4 ივნისი, 1:00
რონალდუს საყურეზე ლაპარაკი იყო სულ ბარსას ფანებისგან ,სულ ეს ეკერათ და ამას ერთ ყურზე ორი უკეთია მგონი:):):)
0 1 1