x
image
worldsport.ge
პეტერ გრაიციარი: “თბილისის “დინამოში” გადასვლა სწორი ნაბიჯი იყო”

image29 წლის ჩეხმა ნახევარმცველმა პეტერ გრაიციარმა განაცხადა, რომ თბილისის “დინამოში” გადასვლით სწორი ნაბიჯი გადადგა. გრაიციარი თავიდანვე ვერ მოერგო დუშან უჰრინის გუნდს, თუმცა ჩემპიონატის ბოლო სამ ტურში 4 გოლი გაიტანა. შორეული დარტყმები – ესაა მისი მთავარი იარაღი.
“12 ივნისამდე შვებულებაში ვარ. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, თავიდან გამიჭირდა, რადგან ადაპტაცია იყო საჭირო. გუნდი კარგად თამაშობდა და ისეთ ფორმაში შევიდა, რომ დუბლი გააკეთა. წინ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი გველის. “დინამოში” გადასვლით სწორი არჩევანი გავაკეთე”, – უთხრა გრაიციარმა ჩეხურ Efotbal-ს.


www.worldsport.ge

0
31
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0