x
image
worldsport.ge
მოსკოვის ცსკა-მ დუბლი შეასრულა

imageრუსეთის თასის ფინალში მოსკოვის ცსკა-მ მახაჩყალის “ანჟი” მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში 4:3 დაამარცხა და ახლახან მოპოვებულ ჩემპიონობას ქვეყნის თასიც დაამატა. არმიელები 87-ე წუთიდან კაცნაკლულნი თამაშობდნენ, მას შემდეგ, რაც მსაჯმა პონტუს ვერნბლუმი გააძევა. სხვა მხრივ, ცსკა მე-8 წუთზე ნიგერიელი აჰმედ მუსას გოლით დაწინაურდა, დაღესტნელებმა კი ძირითადი დროის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე ფრანგი ლასანა დიარას წყალობით გაათანაბრეს. დამატებით დროში აღარაფერი შეცვლილა. საინტერესოა, რომ ფინალური მატჩი ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში გაიმართა და მოსკოველები იქ ფაქტობრივად სტუმრის როლში აღმოჩდნენ. უსაფრთხოების მიზეზით მათ ქომაგებიც ძალიან ცოტანი ჩაჰყვნენ. მეზობელი დაღესტნიდან კი უამრავი ხალხი ჩავიდა გროზნოში. ჩვენი რუსი კოლეგები იტყობინებიან, რომ მატჩის წინ, შემადგენლობების გამოცხადებისას არმიელთა ყველა ფეხბურთელს გამაყრუებლად დაუსტვინეს ალან ძაგოევის გარდა.


www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0