x
image
ვიზა კოხაძე
რატომ ითხოვს ევროპარლამენტარი ვანო მერაბიშვილთან პერსონალურ შეხვედრას

image
"ევროპის სახალხო პარტია', რომელიც ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერ და მეგობარ პარტიად მოიაზრება, განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია ევროპარლამენტის დელეგაციის სტუმრობაზე საქართველოში და იმ წერილზე, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს გამოუგზავნა ერთ-ერთმა წევრმა კრჟიშტოფ ლისეკმა.აღნიშნული წერილით ირკვევა, რომ ევროპარლამენტის წევრი "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანთან და დღეს პატიმრობაში მყოფ ვანო მერაბიშვილთან პერსონალურ შეხვედრას ითხოვს, რადგან დარწმუნდეს დაცულია თუ არა მერაბიშვილის უფლებები: - "...ვანო მერაბიშვილთან ვიზიტის მიზანი იმ პირობების დადგენაა, რომელშიც ყოფილი პრემიერი იმყოფება, ასევე მსურს დავრწმუნდე, დაცულია თუ არა ციხეში მერაბიშვილის უფლებები"- ნათქვამია წერილში.

image

image
როგორც ევროპარლამენტარი ლისეკი აცხადებს, ახალმა ხელისუფლებამ ოპოზიციის მთავარი კანდიდატი ჩამოიშორა საპრეზიდენტო არჩევნებში და ყოფილი პრემიერის დაპატიმრების გამო შეშფოთებას არ მალავს: - " ვანო მერაბიშვილის დაპატიმრება, რომელიც ოქტომბერში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატია, ევროპელ პოლიტიკოსებში შეშფოთებას იწვევს და ბადებს ეჭვებს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის ბრძოლაში ხელისუფლება ცდილობს, ჩამოიშოროს ოპოზიციის მთავარი კანდიდატი".-ნათქვამია ზემოთმოხსენიებულ წერილში.

თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ახალი ხელისუფლება და კონკრეტულად იუსტიციის მინისტრი, შეხვდება თუ არა პერსონალურად ვანო მერაბიშვილს ევროპარლამენტარი, ჯერჯერობით უცნობია.

0
40
19-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0