x
image
worldsport.ge
ვილანოვა: “ნეიმარს ბევრ პოზიციაზე შეუძლია ბრწყინვალედ თამაში”

image“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ტიტო ვილანოვამ ერთ-ერთ ესპანურ გამოცემასთან გუნდის ძირითად შემადგენლობაში ბრაზილიელი ფორვარდის, ნეიმარის დამკვიდრების პერსპექტივაზე ისაუბრა. მწვრთნელის აზრი ჟურნალისტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო მას შემდეგ გახდა, რაც “ბარსელონას” ყოფილმა დამრიგებელმა იოჰან კრუიფმა განაცხადა, რომ სათამაშო სტილიდან და პოზიციიდან გამომდინარე, ნეიმარისა და ლიონელ მესის ერთ გუნდში ყოფნა წარმოუდგენელია.
“ნეიმარს არა მარტო მარცხენა ფლანგზე, არამედ კიდევ ბევრ პოზიციაზე შეუძლია ბრწყინვალედ თამაში. დარწმუნებული ვარ, რომ იგი “ბარსელონას” ძალიან გამოადგება. ჩვენს სათამაშო ტაქტიკასთან ადაპტაციაც არ გაუჭირდება. ამაში დავეხმარებით”, – განაცხადა ვილანოვამ.


www.worldsport.ge

0
109
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0