x
image
worldsport.ge
ლეონარდო 9 თვით მოკვეთეს, პსჟ მინუს სამით დაიწყებს

image “პარი სენ-ჟერმენის” სპორტული დირექტორი ადრიანო ფეხბურთს 9 თვით ჩამოაშორეს. დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო და მარტო ეს როდი იკმარა, სანქცია კლუბსაც დაუწესა - “პარი სენ-ჟერმენი” საფრანგეთის ჩემპიონატის მომავალ სეზონს მინუს 3 ქულით დაიწყებს.
დისციპლინარებმა ლეონარდოს 35-ე ტურში, “ვალანსიენის” წინააღმდეგ მატჩის დასრულების შემდეგ მსაჯ ალექსანდრე კასტროზე თავდასხმა არ აპატიეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელი მსაჯს მხრით განზრახ დაეჯახა. “პარი სენ-ჟერმენს” დისციპლინარების გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვთ.


www.worldsport.ge

0
181
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0