x
image
worldsport.ge
სუარესი: “რეალისთვის” უარის თქმა გამიჭირდება”

imageინგლისური “ლივერპულის” ფორვარდმა ლუის სუარესმა მადრიდის “რეალში” შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ურუგვაელის თქმით, “სამეფო კლუბისგან” წინადადების შემთხვევაში, მისი უარყოფა გაუჭირდება.
“ლივერპულთან” კონტრაქტი მაკავშირებს, მაგრამ ძალიან ძნელია, “რეალს” უარი უთხრა. დიდ კლუბებთან ერთად გამარჯვების სურვილი ყოველთვის მქონდა. ჩემს აგენტს ვესაუბრე, მაგრამ ამ ეტაპზე, კონკრეტული წინადადება არ გვაქვს. “ლივერპული” მიყვარს და აქ ბედნიერი ვარ, მაგრამ ინგლისურმა პრესამ უკვე დამღალა. ისინი მხოლოდ ჩემს საქციელებს განიხილავენ, საფეხბურთო წარმატებები კი, არ აინტერესებთ”, - უთხრა სუარესმა Sport 890-ს.
გავრცელებული ინფორმაციით, “რეალი” სუარესში 40 მილიონ ევროს იხდის.


ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0