x
image
worldsport.ge
მოურინიო: 40 მილიონი 4 წელიწადში

imageმცირე ფორმალობები დარჩა იმისთვის, რომ ლონდონის “ჩელსის” ახალ თავკაცად ჟოზე მოურინიო ოფიციალურად გამოცხადდეს. The Sun-ის ცნობით, ჯერ კიდევ მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი “არისტოკრატებს” 4-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა, რომლის ძალითაც, 40 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოიმუშავებს.
“თითქმის უკვე შეგვიძლია, მოურინიო “ჩელსის” თავკაცად ოფიციალურად მოვიხსენიოთ. მისი დაბრუნება ფეხბურთელებს, გულშემატკივრებსა და კლუბის თანამშრომლებს ძალიან უხარიათ. ლონდონელები მომდევნო სეზონს მოუთმენლად ელიან. უეჭველია, ბრწყინვალე სეზონი იქნება”, - ნათქვამია ზემოთთქმულ ბრიტანულ გაზეთში.
სავარაუდოდ, მოურინიოს “ჩელსიში” 2 ივნისს წარადგენენ.


ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0