x
image
worldsport.ge
ივანაუსკასი არ გამორიცხავს,რომ გახდება ერთ-ერთი ქართული გუნდის მწვრთნელი

imageწარსულში ცნობილი ლიტველი ფეხბურთელი, ამჟამად კი მწვრთნელი ვალდას ივანაუსკასი არ გამორიცხავს, რომ მალე ერთ-ერთი ქართული გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდება. ამის შესახებ დღეს თავად ვალდასმა გვითხრა. ლიტვაში მყოფმა ივანაუსკასმა ტელეფონით გვაცნობა, რომ "ქართულ ფეხბურთთან ურთიერთობას აგრძელებს". "მე მაქვს რამდენიმე წინადადება სხვადასხვა ქვეყნის გუნდებიდან, ცოტა ხანში გადაწყდება ეს საკითხი, არ გამოვრიცხავ, რომ ერთ-ერთი ქართული გუნდის მთავარ მწვრთნელად ვიმუშაო", - თქვა ვალდასმა და დასძინა: "ჯერ არ გეტყვით, რომელ გუნდზეა საუბარი".
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს ვესტერლოში საქართველოსა და შოტლანდიის 19-წლამდელთა ნაკრებების თამაშის შემდეგ ივანაუსკასმა აღნიშნა, რომ გორის "დილასთან" კონტრაქტი დაუმთავრდა და შესაბამისად, ის აღარ არის ამ გუნდის მწვრთნელი. მან გვითხრა, რომ „დილას“ მისი რაიმე დავალინება არ აქვს. "კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ მეგობრულად დავშორდით. მე ბავშვობიდან მიყვარდა საქართველო და ახლაც მიყვარს თქვენი მშვენიერი ქვეყანა. განვაგრძობ ურთიერთობას ქართულ ფეხბურთთან", - აღნიშნა ლიტველმა სპეციალისტმა.


თენგიზ პაჭკორია

www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0