ფეხბურთი
საქართველოს ნაკრები დუბლინში გაფრინდა, ოღონდ, დაგვიანებით
2013, 29 მაისი, 15:53
ყვითელი “ბოინგი”, რომელიც დილის 11 საათზე თბილისის აეროპორტიდან ჩარტერული რეისით გაფრინდა, დაახლოებით ერთსაათიანი ფრენის შემდეგ ისევ თბილისის აეროპორტში დაეშვა. ამ “ბოინგით” საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მიფრინავდა დუბლინში – ირლანდიასთან ამხანაგური მატჩისთვის.
უკან დაშვების მიზეზი ბორტის პრობლემა ყოფილა. ნაკრები აეროპორტშივე ახალ ლაინერს დაელოდა და დაახლოებით 14 საათსა და 45 წუთზე გაფრინდა დუბლინში. არავითარი პანიკა არ შექმნილა.
www.worldsport.ge