x
image
worldsport.ge
საქართველოს ნაკრები დუბლინში გაფრინდა, ოღონდ, დაგვიანებით

imageყვითელი “ბოინგი”, რომელიც დილის 11 საათზე თბილისის აეროპორტიდან ჩარტერული რეისით გაფრინდა, დაახლოებით ერთსაათიანი ფრენის შემდეგ ისევ თბილისის აეროპორტში დაეშვა. ამ “ბოინგით” საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მიფრინავდა დუბლინში – ირლანდიასთან ამხანაგური მატჩისთვის.
უკან დაშვების მიზეზი ბორტის პრობლემა ყოფილა. ნაკრები აეროპორტშივე ახალ ლაინერს დაელოდა და დაახლოებით 14 საათსა და 45 წუთზე გაფრინდა დუბლინში. არავითარი პანიკა არ შექმნილა.


www.worldsport.ge

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0