x
image
worldsport.ge
რონალდინიო: “ნეიმარი მსოფლიოში საუკეთესო გახდება”

image“ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი რონალდინიო დარწმუნებულია, რომ კატალონიური კლუბის ახალი ბრაზილიელი შენაძენი ნეიმარი უახლოეს მომავალში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდება.
“ძალიან მიხარია, რომ ნეიმარმა არჩევანი “ბარსელონას” სასარგებლოდ გააკეთა. ეს დიდებული კლუბია, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს საფეხბურთო ჩემპიონატში ლიდერობს. ეჭვი არ მეპარება ნეიმარის შესაძლებლობებში. მას აბსოლუტურად ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მსოფლიო ფეხბურთში პირველი ნომერი გახდეს”, – უთხრა რონალდინიომ ბრაზილიურ გამოცემებს.
21 წლის ნეიმარმა კი ოფიციალურ კომენტარში რონალდინიოს მისამართით არ დაიშურა ქების სიტყვები, აქაოდა მინდა “ბარსელონასთვის” ისეთი საჭირო ფიგურა გავხდე, როგორებიც თავის დროზე რონალდინიო და რონალდო იყვნენო.


www.worldsport.ge

0
50
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0