მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი თავდამსხმელი ჯოვანე ელბერი ბავარიული კლუბის მიერ მიმდინარე სეზონში ნაჩვენები თამაშის ხარისხით აღფრთოვანებულია.
“ძალიან დიდი ხანია, გუნდის თამაშს ასეთი შთაბეჭდილება არ მოუხდენია ჩემზე. ბოლო სეზონში “ბაიერნი” ფენომენალურ ფეხბურთს აჩვენებს. როცა ამას ვამბობ, პირველ ყოვლისა არა შედეგს, არამედ თამაშის ხარისხს ვგულისხმობ. შესაბამისად, როგორც უნდა დასრულდეს “შტუტგარტის” წინააღმდეგ გასამართი თასის ფინალი, მაინც უდავო იქნება, რომ მიუნხენის “ბაიერნი” მსოფლიოს უძლიერესი გუნდია. ამჟამინდელი შემადგენლობა კი საუკეთესოა კლუბის ისტორიაში”, – განაცხადა ჯოვანე ელბერმა.
www.worldsport.ge