x
image
worldsport.ge
ალექსანდრე იაშვილი: "შესაძლოა, კარიერა დავასრულო"

imageალექსანდრე იაშვილს ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" შევხვდით, სადაც ის ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად თამაშობდა. ეს იყო კახა კალაძის მეგობრების გუნდი, რომელიც 31 მაისის მატჩისთვის ემზადება. ვის აღარ ნახავდით იმ დღეს "ბასას" მოედანზე, თუმცა ამაზე ცალკე რეპორტაჟს გავაკეთებთ, ახლა კი იაშვილზე ვთქვათ.
ის უკვე აღარაა გერმანული "ბოხუმის" შემტევი. კონტრაქტი ისედაც ამ სეზონის ბოლოს უმთავრდებოდა და როგორც თავად გვითხრა, ორმხრივი შეთანხმებით, ხელშეკრულება აღარ განახლდა.
და სად წავა იაშვილი?
"არ ვიცი, გერმანიიდან თუ რაიმე წინადადება იქნება, ვიფიქრებ. თუ არადა, პატარაც აღარ ვარ და კარიერას დავასრულებ. საქართველოს ჩემპიონატში თამაში? არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია. არა მგონია, ეს მოხდეს".
და რაც შეეხება 31 მაისის თამაშს:
"დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ფეხბურთელს ვაცილებთ. კახამ თავისი კარიერით მაგალითი უჩვენა ქართველებს. აი, ვთამაშობთ, უცხოელ ვარსკვლავებთან მატჩისთვის ვემზადებით".
იაშვილი 35 წლისაა და ადრეც არაერთხელ უთქვამს - კარიერას მაშინ დავასრულებ, როცა შევატყობ, რომ ძველებური ხალისი აღარ მექნებაო. იქნებ, მაინც ნაადრევია? ვნახოთ, "აკუნას" ჯერ არ გადაუწყვეტია.


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0