x
image
worldsport.ge
ნევილი მანჩესტერში მწვრთნელად ბრუნდება

image“ევერტონის” კაპიტანი ფილ ნევილი ივლისში, მას შემდეგ, რაც კლუბს დატოვებს, სავარაუდოდ მანჩესტერში გადაბარგდება და “მანჩესტერ იუნაიტედის” სამწვრთნელო შტაბში შეუდგება მუშაობას. შეგახსენებთ, ალექს ფერგიუსონის მიერ დატოვებული თანამდებობა ახლახან “ევერტონის” ყოფილმა თავკაცმა დევიდ მოიესმა დაიკავა. უახლოეს მომავალში კი, სავარაუდოდ, 36 წლის ფეხბურთელსაც თავისთან უხმობს.
ბრიტანული პრესის ცნობით, მოიესი ნევილის გარდა, ახალ სამწვრთნელო შტაბს მთლიანად თავისი ყოფილი თანაშემწეებით დააკომპლექტებს. ფერგიუსონის შტაბი კი უმუშევარი დარჩება.
ფილ ნევილი “ევერტონში” გადასვლამდე – 2005 წლამდე - 10 წლის განმავლობაში “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას იცავდა.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0