x
image
worldsport.ge
რაფაელ ბენიტესი “ნაპოლის” მწვრთნელია

imageესპანელი სპეციალისტი რაფაელ ბენიტესი მომავალი სეზონიდან იტალიური “ნაპოლის” დამრიგებელი იქნება. 53 წლის მწვრთნელი ვალტერ მაცარის გადადგომის შემდეგ ვაკანტურ პოსტს დაიკავებს.
ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა პირობა დადო, რომ ახალი მწვრთნელის ვინაობას ტვიტერის მეშვეობით გაახმაურებდა და ეს პირობა შეასრულა - “ნაპოლის” ახალი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი იქნება. კაცი, რომელსაც ევროტურნირებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს და ნამდვილი ლიდერია”, - დაწერა დე ლაურენტისმა.
ბენიტესი ბოლოს ლონდონის “ჩელსიში” მუშაობდა, გუნდი ინგლისის პრემიერლიგაში მესამე ადგილზე გაიყვანა და ევროპის ლიგა მოაგებინა. “ნაპოლიმ” იტალიის ჩემპიონატში “იუვენტუსის” შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა და მომავალი სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.


www.worldsport.ge

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0