x
image
worldsport.ge
ფალკაო და ვალდესი “მონაკოში” სამედიცინო შემოწმებას გაივლიან

imageმხოლოდ ფორმალობებიღა დარჩა მოსაგვარებელი და მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი რადამელ ფალკაო და კატალონიური “ბარსელონას” მეკარე ვიქტორ ვალდესი “მონაკოს” ფეხბურთელები გახდებიან.
ამ ფეხბურთელების მიმართ მონაკოელთა ინტერესის შესახებ ინფორმაცია დიდი ხნის წინ გავრცელდა და როგორც ჩანს, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.
AFP-ს ინფორმაციით, კოლუმბიელი და ესპანელი უკვე მონაკოში, მომავალი კლუბის განკარგულებაში არიან და სულ მალე კონტრაქტები ოფიციალურადაც გაფორმდება. დღეს ისინი სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და თუ პრობლემები არ იქნება, შეთანხმების შესახებ ოფიციალური განცხადება გაკეთდება.image

27 წლის ფალკაოს ტრანსფერი “მონაკოს” 60 მილიონი ევრო დაუჯდება, რაც სარეკორდო მაჩვენებელია საფრანგეთის ჩემპიონატისთვის, ხოლო 31 წლის ვალდესის ღირებულება 10 მილიონია. გავრცელებული ინფორმაციით, “მონაკო” შეჩერებას არ აპირებს და კიდევ არაერთი ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს. კლუბის რუს მფლობელ დმიტრი რიბოლოვლევს ზაფხულის სატრანსფერი პერიოდში გუნდის გასაძლიერებლად 200 მილიონი ევრო აქვს გამოყოფილი და ჯერ მხოლოდ მისი მესამედი გაიხარჯა.


www.worldsport.ge

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0