x
image
worldsport.ge
ალექსანდრე ჩივაძე: "ცვეიბას ჩამოსვლა დიდი პოზიტიური მნიშვნელობისა იქნება"

imageროგორც იცით, 31 მაისს, კახა კალაძის ფეხბურთიდან გაცილების მატჩზე ახრიკ ცვეიბაცაა მოწვეული. გეცოდინებათ, ცვეიბა აფხაზი გახლავთ და ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მიუხედავად იმისა, რომ ცვეიბა წლების განმავლობაში თამაშობდა თბილისის "დინამოში" და ცნობილია, რომ დღესაც კარგი ურთიერთობა აქვს ქართველ ფეხბურთელებთან (მათ შორის, მოქმედებთანაც), მაინც სხვადასხვაგვარი რეაქცია მოჰყვა თბილისში მის შესაძლო ჩამოსვლას.
ამის შესახებ ლეგენდარულმა ალექსანდრე ჩივაძემაც გააკეთა კომენტარი, რომელიც osinform.ru-ზე დაიწერა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა დადებითი შეფასება მისცა ცვეიბას შესაძლო სტუმრობას:
"ცვეიბას ჩამოსვლას დიდი პოზიტიური მნიშვნელობისა იქნება. ეს მხოლოდ სპორტული მოვლენა არაა. ახრიკი საქართველოში მიღებული პიროვნებაა, ის ჩემი მეგობარია. ჩვენ ერთად ვთამაშობდით. ცვეიბა, როგორ ფეხბურთელიც კარგია და როგორც ადამიანიც. ჩვენი და აფხაზების დავა დროებითია, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ!" - ამბობს ჩივაძე.
ამასთან, თბილისის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა აღნიშნა, რომ საქართველო აფხაზურ და სამხრეთოსურ კლუბებს საქართველოს ჩემპიონატში თამაშს სთავაზობს.
ერთიც: ჯერ უცნობია, ჩამოვა თუ არა ცვეიბა თბილისში 31 მაისს.


ილია ნანობაშვლი

www.worldsport.ge

2
659
3-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
659
  
2013, 3 ივნისი, 10:57
დაგვადო ახრიკამ?
2013, 30 მაისი, 15:24
კარგი კაცია
0 1 2