x
image
worldsport.ge
ვილანოვა: “ნეიმარი ფულს არ დახარბდა”

imageკატალონიის “ბარსელონას” თავკაცი ტიტო ვილანოვა მოხარულია იმით, რომ მომდევნო სეზონიდან, მის გუნდში ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი იასპარეზებს. მას შემდეგ, რაც “სანტოსის” აღზრდილმა ფორვარდმა მომავალი “ბლაუგრანას” დაუკავშირა, ვილანოვამ ესპანური პრესისთვის პირველი კომენტარი გააკეთა.
“ჩვენი კლუბის ტექნიკურ პერსონალს წარმატებას ვულოცავ. ბევრი ვიმუშავეთ და ბრწყინვალე ტრანსფერიც გავჩარხეთ. ნეიმარს სხვა კლუბებისგან ძალზე სარფიანი წინადადებები ჰქონდა, მაგრამ “ბარსელონა” აირჩია. მას ძალიან ვაფასებთ, რადგან სპორტული ამბიციები ფულზე არ გაცვალა. დარწმუნებული ვარ, ნეიმარი ევროპაში თავს შესანიშნავად დაიმკვიდრებს და მისი წყალობით, უფრო ძლიერი კლუბი გავხდებით. ბრაზილიელი სწორედ ისეთი ფეხბურთელია, როგორსაც ვეძებდით. მისი ყიდვა თითქმის 3 წლის წინათაც გვინდოდა. ნეიმარის შესაძლებლობები ყველას კარგად მოეხსენება. ის უმაღლესი კლასის შემსრულებელია”, - ციტირებს ვილანოვას სიტყვებს Goal-ი.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა “ბარსას” მომავალი 5 წლით დაუკავშირა.


ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
157
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0