x
image
worldsport.ge
იბრაჰიმოვიჩის ულტიმატუმი

imageთუკი ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” თავკაცი კარლო ანჩელოტი კლუბს დატოვებს, თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი პარიზელებს ტრანსფერზე დაყენებას მოსთხოვს. Sky Sport Italia-ს ცნობით, შვედმა მეგოლემ პსჟ-ს ხელმძღვანელობას თავისი ულტიმატუმი უკვე გააცნო.
მოგეხსენებათ, დიდია ალბათობა იმისა, რომ მომდევნო სეზონიდან, ანჩელოტიმ მადრიდის “რეალი” ჩაიბაროს. “სანტიაგო ბერნაბეუდან” ჟოზე მოურინიოს აბარგება გადაწყვეტილია და პორტუგალიელის შეცვლის უპირველესი კანდიდატი სწორედ იტალიელია.
რამდენადაც ცნობილია, იბრაჰიმოვიჩის ხილვით ტურინის “იუვენტუსია” დაინტერესებული.
ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
41
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0