x
image
worldsport.ge
გიორგი ჭანტურია: "ქართველები ნებისმიერ შეურაცხყოფას კაცურად პასუხობენ"

imageგიორგი ჭანტურიამ კომენტარი გააკეთა მოსკოვის 'დინამოს" ფორვარდ ალექსანდრ კოკორინთან მომხდარ ჩხუბზე. როგორც იცით, ქართველი 8 მატჩით დასაჯეს და ეს დისკვალიფიკაცია ნებისმიერ ჩემპიონატში გადაჰყვება.
გიორგიმ თქვა, საწყენია, რომ რუსეთში ჩემი კარიერა ასე დასრულდაო.
"თუმცა 100 პროცენტით დარწმუნებული არ ვარ, რომ ამ ინციდენტის განმეორების შემთხვევაში სხვაგვარად მოვიქცეოდი. არა მგონია, თითქოს ყველაფერი ჩემი თავშეუკავებლობის ბრალი იყოს. ეს იყო საპასუხო რეაქცია მოსკოვის დინამოელთა უხეშობაზე. ქართველები ამაყი ხალხი ვართ და ნებისმიერ შეურაცხყოფას კაცურად ვპასუხობთ. სწორედ ასე მოვიქეცი კოკორინთან. აზრი არ ჰქონდა, სად იქნებოდა მატჩი. მსგავსი შემთხვევა შეიძლებოდა მომხდარიყო ჰოლანდიაშიც და რეაქცია იგივე მექნებოდა. ყველამ თავის მოქმედებაზე უნდა აგოს პასუხი. როდესაც მსაჯმა წითელი ბარათი მიჩვენა, მე გავიფიქრე არა დისკვალიფიკაციაზე, ფულად სანქციაზე ან რუსეთის ჩემპიონატში ჩემს მომავალზე, არამედ იმაზე, რომ "ალანია" დავაღალატე. კლუბი, სადაც პირველივე დღიდან მშვენიერი პირობები მქონდა. ასე რომ, გთხოვთ, მაპატიოთ! ხშირად გაგიხსენებთ ჰოლანდიაში, კერძოდ, "ვიტესში", სადაც მალე დავბრუნდები".


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
32
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0