x
image
worldsport.ge
მჭედლიძის ლამაზი გოლი და ერთი ნაბიჯი სერია A-მდე

imageიტალიის სერია B-ის ფლეი ოფის ნახევარფინალში "ემპოლიმ" "ნოვარა" გამოთიშა. სტუმრად 1:1-ის შემდეგ, ტოსკანელებმა შინ 4:1 იმარჯვეს. ბოლო გოლი ლევან მჭედლიძემ გაიტანა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე: სამი კაცი მოატყუა და მეკარეს ზუსტად დაურტყა. მშვენიერი შესრულება იყო.
მჭედლიძე 84-ე წუთზე შევიდა მინდორზე, ხოლო ირაკლი შეყილაძე განაცხადში არ გახლდათ. ეს ლევანის პირველი გოლი იყო სერია B-ის ამ სეზონში.
"ემპოლის" ერთი ნაბიჯი დარჩა სერია A-მდე. ფლეი ოფის ფინალია "ემპოლი"-"ლივორნო" და წყვილში გამარჯვებული გადავა უძლიერესთა ლიგაში. 29 მაისს თამაში ემპოლიში გაიმართება, 2 ივნისს კი - ლივორნოში.


http://www.youtube.com/watch?v=8oL58AkfGco&feature=youtu.be&a


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
419
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
419
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0