x
image
worldsport.ge
“რეალი” ბეილში 60 მილიონს იხდის

imageმადრიდის “რეალს” ლონდონის “ტოტენჰემის” ლიდერის, უელსელი გარეთ ბეილის შეძენა სურს და მზადაა, მიზნის მისაღწევად სერიოზული ხარჯი გაწიოს.
“რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჟოზე მოურინიოს წასვლის შემდეგ გუნდი ახალი თავკაცის ძიებაშია. უმთავრეს პრეტენდენტად კარლო ანჩელოტი ითვლება და The Telegraph-ის ცნობით, მისი “სამეფო კლუბში” მისვლის ერთ-ერთი მთავარი პირობა სწორედ ბეილის შეძენაა.
თავის მხრივ, ინგლისური კლუბის პრეზიდენტმა ჯონ ლევიმ განაცხადა, რომ 23 წლის ლიდერის გასხვისებას არ აპირებს და მას ახალი კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა. მიუხედავად ამისა, “სამეფო კლუბი” დანებებას არ აპირებს და მზადაა ბეილის სანაცვლოდ 60 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს. შეგახსენებთ, რომ გარეთი წლეულს ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. გასულ სეზონში ჩატარებულ 33 მატჩში, მან 21 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.


www.worldsport.ge

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0