ფეხბურთი ფრანც ბეკენბაუერი: “დღეს მთელი მსოფლიო ნახავს, რა მშვენიერია გერმანული ფეხბურთი” 2013, 25 მაისი, 19:02 მიუნხენის “ბაიერნის” საპატიო პრეზიდენტმა, ლეგენდარულმა ფრანც ბეკენბაუერმა განაცხადა, რომ ბავარიელთა დღევანდელ მეტოქე დორტმუნდის “ბორუსიას” ცალკეულ მატჩში ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია: “მილეული სეზონი დორტმუნდელთათვის რთული იყო, ბუნდესლიგაში ისინი საგრძნობლად ჩამორჩნენ “ბაიერნს”, მაგრამ ცალკე აღებულ მატჩში ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ. ვფიქრობ, დღეს მთელი მსოფლიო ნახავს, რა მშვენიერია გერმანული ფეხბურთი”, – დასძინა “კაიზერ ფრანცმა”. 62 1-ს მოსწონს
|