x
image
worldsport.ge
“რეალს” ხედირასთან კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა

imageმადრიდის “რეალი” გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველ სამი ხედირასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Marca იუწყება.
პარასკევს მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობამ ხედირასა და მის წარმომადგენლებთან კონტრაქტის სავარაუდო გახანგრძლივებაზე ისაუბრა. გერმანელი ფეხბურთელი “რეალში” 3 წელიწადია თამაშობს და კლუბთან ხელშეკრულება 2015 წელს ეწურება. თუმცა, მადრიდელები მზად არიან, გაუმჯობესებულ პირობებზე კლუბში უფრო დიდი ხნით დარჩენა შესთავაზონ.
“რეალმა” ხედირა 2010 წელს გერმანული “შტუტგარტიდან” 10 მილიონ ევროდ იყიდა. მას შემდეგ ის გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახდა და ჟოზე მოურინიოს სრული მხარდაჭერით სარგებლობდა.
მიმდინარე სეზონში მან მადრიდელთა რიგებში 43 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გარდა, 5 საგოლე პასი მიითვალა.


www.worldsport.ge

1
35
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
35
  
2013, 25 მაისი, 19:03
ხედოოოოოო მიხარია...ნეტა ესე შევინარჩუნებმდეთ მოდრიჩს და ოენტრაოს:(:(:( პიპიტაააააც მიდნა რომ დარჩეს,აუ არ მიყვარს ეს შემადგენლობა რომ იშლება
0 1 1