x
image
worldsport.ge
“ტოტენჰემის” ნახევარმცველი შესაძლოა ფსონის დადებისთვის დასაჯონ

imageლონდონის “ტოტენჰემის” ნახევარმცველი ანდროს თაუნსენდი, შესაძლოა, პრემიერლიგის არსებობის ისტორიაში გახდეს პირველი ფეხბურთელი, რომელსაც საბუკმეიკერო კანტორაში ფსონის გაკეთებისთვის დასჯიან.
შარშან, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ მოთამაშეებს ნებისმიერი მატჩის შედეგის გამოცნობაზე ფსონის გაკეთება აუკრძალა.
თაუნსენდი სწორედ ფსონის დადებაზე გამოიჭირეს და პარასკევს შესაბამისი ბრალდება წაუყენეს. 21 წლის ინგლისელს, რომელიც იანვრიდან “ქუინზ პარკ რეინჯერსში” იჯარით თამაშობდა, თავის სამართლებლად დრო 3 ივნისამდე აქვს. თაუნსენდს ჯარიმა ან დისკვალიფიკაცია ემუქრება.
უკვე ცნობილია, რომ ფეხბურთელს ფსონი არც თავისი გუნდის თამაშზე გაუკეთებია და არც რომელიმე საეჭვო მატჩზე. მიუხედავად ამისა, საფეხბურთო ასოციაციის მიერ დადგენილი წესების დარღვევისთვის, თაუნსენდი ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებიდან მოკვეთეს, რომელიც ზაფხულში ისრაელში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.


www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0