x
image
worldsport.ge
გრიგორი სურკისი უეფას ვიცეპრეზიდენტი გახდა

imageუკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი გრიგორი სურკისი უეფას ვიცეპრეზიდენტად აირჩიეს. ამის შესახებ უეფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
სურკისი უკრაინის ფედერაციას 2000-2012 წლებში ხელმძღვანელობდა. 2008 წლიდან ის უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრი იყო. ამასთანავე, უეფას ნაკრებების საშეჯიბრო კომიტეტს თავჯდომარეობდა. გარდა ამისა, 63 წლის უკრაინელი ბიზნესმენი უეფას სტადიონებისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე იყო.
მის გარდა, უეფას კიდევ ოთხი ვიცეპრეზიდენტი ეყოლება: შენეს ერზიქი (თურქეთი), მარია ვილიარ ლიონი (ესპანეთი), მარიოს ლეფკარიტისი (კვიპროსი) და ჯანკარლო აბეტე (იტალია).


www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0