ფრანგული “მარსელის” მთავარმა მწვრთნელმა ელი ბოპმა კლუბთან კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “მარსელის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
58 წლის სპეციალისტს, რომლის ხელმძღვანელობით გუნდმა საფრანგეთის ჩემპიონატში მე-2 ადგილი დაიკავა, “მარსელთან” კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს უმთავრდებოდა. თუმცა, კლუბის ხელმძღვანელობა მისი მუშაობით კმაყოფილია და ხელშეკრულების გახანგრძლივება შესთავაზა. შედეგად, ბოპს მარსელელებთან კონტრაქტი 2014-2015 წლების სეზონის ბოლოს ამოეწურება.
www.worldsport.ge