x
image
ხიზანიშვილი
ვინ იქნება შემდეგი პატიმარი?
image- ვინ იქნება ნაციონალური მოძრაობის რიგებიდან ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი პატიმარი. ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივნის დაპატიმრების შემდეგ ექსპერტებმა დაკავების სერიის
გაგრძელება უკვე დაანონსეს. პოლიტიკურ დევნაზე და სავარაუდო დაპატიმრებაზე კომენტარი უკვე გააკეთა ქალაქის მერმა გიგი უგულავამ, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაკითხვაზე საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე დაიბარა. მაშინ საგამოძიებო სტრუქტურა, უგულავამ ყოველგვარი ბრალდების და გირაოს გარეშე დატოვა. ზუსტად 3 თვის შემდეგ კი ქალაქის მერი მის შესაძლო განმეორებით დაკავებასთან დაკავშირებით საუბრობს.



- გიგი უგულავას მსგავსად "ქართული ოცნების" პოლიტიკური ნების შესაბამისად დაკავებას არ გამორიცხავს არც ყოფილი განათლების და თავდაცვის მინისტრი, დიმიტრი შაშკინი. "ნაციონალური" რეჟიმის ყოფილი მინისტრი ერთ-ერთი პირველი იყო ახალი მთავრობის მიერ შექმნილ დასაპატიმრებელთა სიაში. შაშკინი არ გამორიცხავს, რომ გამოძიება ახლო მომავალში სააკაშვილის მთავრობის სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებითაც დაინტერესდეს.

- ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან დაკავებების სერიის გაგრძელებაზე საუბრობს ჟურნალისტი და ცნობილი კადრების ავტორი, ელისო კილაძე. ქრონიკა პლიუსის რედაქტორი, რომელიც ბოლო პერიოდში სკანდალური განცხადებებით გამოირჩევა "ნაციონალური" რეჟიმის ერთ-ერთი ლიდერის დაკავებას აანონსებს. გიგი უგულავას შესაძლო დაკავებაზე საუბრობს "ქრისტიან დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვეფხვაძეც.




- ცხელ ზაფხულთან ერთად, ცხელ პოლიტიკურ პროცესებს პროგნოზირებენ ექსპერტები. ის, რომ დაპატიმრებების სერია გაგრძელდება და ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი პატიმრები სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები იქნებიან ამაზე ექსპერტებიც საუბრობენ.


4
42
10-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
42
  
2013, 25 მაისი, 11:44
რა არ მოეწონათ?:(
2013, 24 მაისი, 12:54
დასაჭერი კიარა სარზეა ასაცვამი სუყველა ეს არაადამიანი ხალხი... ერის მოღალატეები, თვითონ რო იყვნენ სკამებზე მომჯდარი მაშინ არ ახსოვდათ ხალხი და ახლაა ესენი რო ჭკუას გვარიგებენ? :) სირცხვილია ხალხო... სინდის-ნამუსი არ აქვთ
2013, 24 მაისი, 12:52
ივანიშვილის მორიგი პატიმარი არა? :) თორე ისე ანგელოზი ხალხი კაცო :) როგორ შეიძლება ასეთი პატრიოტი ხალხის დაჭერა :)
2013, 24 მაისი, 11:55
აფსუს ადეიშვილი რომ გაიქცა, ეგეც ხომ ჩასაყუდებელიაააააა. სამართალი ზეიმობსსსს რა ბედნიერებააააააააა.
0 1 4