ჰოლანდიურმა Voetbalzone-მ გამოკითხვა ჩაატარა - ვინ სურთ ქომაგებს "ვიტესის" მწვრთნელად. შოთა არველაძემ ყველაზე მეტი ხმა მიიღო, მთლიანობაში 31 პროცენტი. 27% მიიღო ჰოლანდის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ბერტ ვან მარვეიკმა.
რაც შეეხება დანარჩენებს: პეტერ ბოსხი ("ჰერაკლესი") - 12%, ჰენკ ტენ კატე - 9%, რობერტ მასკანტი ("გრონინგენი") - 8%.
"მსოფლიო სპორტი" უკვე წერდა თურქულ და ჰოლანდიურ საიტებზე დაყრდნობით, რომ შოთა "ვიტესის" მწვრთნელობის კანდიდატთა შორის განიხილება.
ილია ნანობაშვილი
www.worldsport.ge