რჩევები როგორ ჩავიცვათ მოდურად, ორიგინალურად და საქმიანად 2013, 22 მაისი, 2:10 ალბათ ბევრი თქვენგანი აკომპლექტებს ჩემი არ იყოს საკუთარ გარდერობს, "სამსახურის გრაფიკის" მიხედვით. პრინციპში გასაკვირი რაა, როცა დროის უმეტეს ნაწილს სამუშაოზე ატარებ, მთელი შენი ფანტაზია, რომელსაც ჩაცმა-დახურვის საჭირბოროტო საკითხებისკენ მიმართავ, იქეთკენ მიდის რომ როგორმე ისეთი იმიჯი შეარჩიო, რომელიც სამსახურის "დრესს-კოდსაც" და მოდურ ტენდენციებსაც მაქსიმალურად კომფორტულად მოერგება. თუმცა ვინ თქვა, რომ ამ სიტუაციაშიც არ შეიძლება იფანტაზიორო? მოდურად ჩაცმა ხომ მარტოოდენ აქტუალური ტენდენციების ზედმიწევნით მიდევნა არაა, მოდურად ჩაცმის ხელოვნება ნებისმიერ ქალშია გენეტიკურად ჩადებული. ამიტომ, თუკი ტვინს ცოტა უფრო კრეატიულად აზროვნების უფლებას მივცემთ შესაძლებელია, მოსაწყენი სამსახურის საათებიც კი გავიფერადოთ ლამაზი, მოდური და რაც მთავარია კომფორტული იმიჯით.. მოკლედ ასე, გადახედეთ სურათებს მეტი შთაგონებისთვის.. 1122 2-ს მოსწონს
|