საქართველო თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით თინა ხიდაშელს მიმართავს 2013, 20 მაისი, 6:13 17 მაისს მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ჟურნალ "ტაბულას" მთავარმა რედაქტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში საკუთარი ფეისბუქის გვერდზე წერილი გამოაქვეყნა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ -ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის მისამართითაა და ურჩევს, რომ პოლიტიკურ რეიტინგზე ზრუნვას არ გადააყოლოს ქვეყანა.ციტირებას ვახდენ: - "დღეს, სამ საათზე კანცელარიასთან აქციაა, სავარაუდოდ მცირერიცხოვანი, იმიტომ, რომ სულ რაღაც ერთი საათის წინ შევიტყვე მე, ბევრმა ალბათ არც კი იცის.მიუხედავად იმისა, რომ კომიკურად ჟღერს, მაინც მივმართავ ბ-ნ ღარიბაშვილს - იზრუნეთ ჩვენი გამოხატვის თავისუფლებასა და უსაფრთხოებაზე.
მივმართავ ქ-ნ თინა ხიდაშელს - მესმის, რომ ქალიშვილობის შენარჩუნება გსურთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ძალადობაზე ექსკლუზიური უფლება ცივილიზებულ სახელმწიფოში აქვს სახელმწიფოს!იმისთვის, რომ ეს ექსკლუზიური უფლება შეინარჩუნოთ და სახელმწიფოდ დავრჩეთ - თეთრი ხელთათმანების გახდა მოგიწევთ.მაღალი პოლიტიკური რეიტინგი მშვენიერია, მაგრამ ხელისუფლებაში ყოფნა დიდ პასუხისმგებლობას გაკისრებთ და მასზე ზრუნვას ქვეყანა არ უნდა გადააყოლოთ."
რადგან სიტყვის თავისუფლებას, დემოკრატიას "ქართულად", 17 მაისის არშემდგარ აქციას პოლიტიკოსების დაუმთავრებელი, თითქმის უკვე სამდღიანი დებატები მოჰყვა, მეც მივცემ თავს უფლებას, როგორც ჩვეულებრივი მოკვდავი და შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 26 მაისი ჯერ კიდევ არ განელებია ქართულ საზოგადოებას, სადაც ზუსტად სიტყვის თავისუფლების მოთხოვნით შეკრებილ ქართველებს უსწორდებოდნენ დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში.
თუმცა აქვე დავძენ, რომ წარსულის გახსენება გამოსავალი ნამდვილად არ არის, მაგრამ ახალი ხელისუფლების საქციელი დამეთანხმებით პარადოქსია იქედან გამომდინარე, რომ თითქოს ხავსს არიან ჩაჭიდებულნი და არ იციან, თავი როგორ დაიცვან.რაც აქციაზე ხდებოდა, ეს იყო ქართველი ერის სულის ძახილი! - მეტი არაფერი.(თუმცა ამაზე მეტი რა უნდა ყოფილიყო). 341 34-ს მოსწონს
|