x
image
worldsport.ge
კრის უოდლი: “ბექჰემი დიადი ფეხბურთელი არ ყოფილა”

imageინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა კრის უოდლმა განაცხადა, რომ დევიდ ბექჰემი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ არა დიადი.
“ბექჰემი კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ არა დიადი. დასაფასებელია, რომ თავისი ნიჭი სრულად გამოავლინა. არადა, მის გვერდით გაცილებით ნიჭიერი ფეხბურთელები თამაშობდნენ, რომელთაც სახელი ვერ გაითქვეს. ის ნებისმიერი გუნდისთვის სასარგებლო იყო და იმიჯის წყალობით ფულს შოულობდა. საერთო ჯამში, მან თავისი სახელი სრულიად გამოიყენა. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ დიადი მოთამაშეა”, – იუწყება უოდლის სიტყვებს ბრიტანული გამოცემა The Sun-ი.
უოდლმა კარიერის განმავლობაში ინგლისის, საფრანგეთისა და შოტლანდიის ჩემპიონატებში 734 მატჩი ჩაატარა და 148 გოლი გაიტანა. ინგლისის ეროვნული გუნდის მაისური 62-ჯერ მოირგო და მეტოქეთა კარი 6-ჯერ აიღო.


www.worldsport.ge

1
248
4-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
248
  
2013, 20 მაისი, 0:52
ისე გირჩევთ რომ თქვენს საიტზე შეცვალოთ დიზაინი. ვერ ხედავთ, რომ ხალხი იმდენად აღარ შემოდის უკვე. კომენტარების რაოდენობამაც საგრძნობლად იკლო. ხალხი უკვე სპორტალ. გე-ზე გადავიდა. ყველაფერი რეკლამების გამო კი არ უნდა შეცვალოთ, უპირველესად მომხმარაბელზე უნდა იფიქროთ
0 1 1