x
image
worldsport.ge
ფერგიუსონს მანჩინის გაშვება არასწორად მიაჩნია

image“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი “მანჩესტერ სიტიდან” რობერტო მანჩინის გაშვებას არასწორად მიიჩნევს.
“საკმაოდ გასაკვირია. მან პრემიერლიგა და ინგლისის თასი მოიგო, პრემიერლიგაში მეორე გახდა, გუნდი თასის ფინალში გაიყვანა. ეს არასაკმარისია? გაკვირვებული ვიყავი, მაგრამ ბევრი რამ არ უნდა გაგიკვირდეს, თუ კლუბის ზოგიერთი მფლობელის ქცევას გაითვალისწინებ. ამ გადაწყვეტილებას არასწორად მივიჩნევ”, – იუწყება ფერგიუსონის სიტყვებს ბრიტანული პრესა.
შეგახსენებთ, რომ იტალიელი სპეციალისტი “სიტის” ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მიმდინარე კვირაში დაითხოვა.


www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0