x
image
worldsport.ge
კენვაინ ჯონსს კარადაში ღორის თავი დაუდეს

imageსაფეხბურთო კლუბ “სტოკ სიტის” გასახდელში კურიოზული შემთხვევა მოხდა – თავდამსხმელმა კენვაინ ჯონსმა თავის კარადაში ღორის მოჭრილი თავი აღმოაჩინა.
გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, 28 წლის ჯონსმა ამ “ბოროტი” ხუმრობის ორგანიზებაში გლენ უილანი დაადანაშაულა და მის ავტომობილის მინას აგური ესროლა.
ხსენებული ისტორია საზოგადოებისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც “სტოკის” კიდევ ერთმა ფეხბურთელმა ჯონსის კარადაში აღმოჩენილი ღორის თავის ფოტო ინტერნეტში გაავრცელა.
ამჟამად, “სტოკში” დამნაშავის გამოსავლენად შიდა გამოძიება მიმდინარეობს.


www.worldsport.ge

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0