x
image
worldsport.ge
ჰუფნაგელმა "უნტერჰახინგთან" კონტრაქტი გააგრძელა

image19 წლის ნახევარმცველმა ლუკა ჰუფნაგელმა გერმანიის მესამელიგელ "უნტერჰახინგთან" კონტრაქტი გააგრძელა. ხელშეკრულება 2015 წლის ივნისამდეა, ოღონდ 2016 წლის ივნისამდე გაგრძელების პერსპექტივით.
როგორც იცით, ჰუფნაგელი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდზე უნდა გაჰყოლოდა, თუმცა მაისის დასაწყისში ტრავმა მიიღო და ექიმებმა ორი კვირით დასვენება გამოუწერეს.
"მოხარული ვარ. მომდევნო სეზონიდან ძირითად გუნდში ვიქნები. ეს მშვენიერია", - თქვა ლუკამ.
"უნტერჰახინგის" პრეზიდენტმა მანფრედ შვაბლმა ჰუფნაგელი შეაქო და განაცხადა, რომ ახალგაზრდას შეუძლია, გუნდის ნახევარდაცვაში წამყვან ფიგურად იქცეს:
"იასინ ილმაზი მიდის და ჩვენს გეგმებშია, რომ ლუკამ მის პოზიციაზე, ნახევარდაცვის შუაში ითამაშოს. ის, რომ ჰუფნაგელი კონკურენტუნარიანი ფეხბურთელია, "კარლსრუესთან" მატჩშიც დამტკიცდა. ლიგის ლიდერის წინააღმდეგ ჰუფნაგელმა მშვენივრად ითამაშა. ეს რაც შეეხება ძირითად გუნდს, ხოლო "უნტერჰახინგის" 19-წლამდელებში ის მართლაც გამორჩეული გახლდათ".


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0