საზოგადოება საქართველო უცხოური პრესის ობიექტივში 2013, 18 მაისი, 13:54 - თბილისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს უცხოური მედია ეხმაურება. "EvroNews" წერს, რომ საქართველოში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე დრამატულად დასრულდა. საქართველოს ძალიან სურს ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა არსებობს საშიშროება, რომ მისი ევროკავშირისკენ სწრაფვა ვერ განხორციელდეს, თუ საქართველოს ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს სექსუალური უმცირესობების უფლებას უსაფრთხოდ გამართონ დემონსტრაცია, წერს "BBC". დემონსტრაციამდე 2 დღით ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში სექსუალურ უმცირესობებს იგივე უფლებები აქვთ, რაც სოციალური ფენების სხვა წარმომადგენლებს და რომ საზოგადოება ამას თანდათანობით მიეჩვევა, თუმცა თუ 17 მაისის თბილისში განვითარებული მოვლენებით ვიმსჯელებთ ქართულ საზოგადოებას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, წერს "Foreign Police". მიუხედავად დაპირებებისა პოლიციამ ვერ შეძლო იდენტობის წარმომადგენელთა აქციის გამართვის უზრუნველყოფა. მომხდარი მოგვიანებით დაგმო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, წერს "New York Times". "Evenest International" საქართველოს მთავრობას დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ასეთი ქმედების დაუსჯელობა საქართველოსთვის სახიფათო ტენდენცია იქნება. 24 10-ს მოსწონს 1-ს არა
|