x
image
worldsport.ge
გალიანის რობინიოს გაყიდვა არ უნდა

imageიტალიური “მილანის” ვიცეპრეზიდენტი ადრიანო გალიანი იმედოვნებს, რომ 29 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი რობინიო კლუბში დარჩება.
ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ რობინიოთი ბრაზილიური კლუბები დაინტერესდნენ და არაა გამორიცხული, ფეხბურთელი სამშობლოში დაბრუნდეს. მიუხედავად ამისა, გალიანი ამბობს, რომ ბრაზილიელის გაყიდვა არ იგეგმება. მას კლუბთან 2014 წლის ივნისამდე აკავშირებს კონტრაქტი და ხელმძღვანელობას სურს, რომ რობინიო “მილანში” დარჩეს.
“რობინიოს ჩვენთან საკონტრაქტო ვალდებულებები აკავშირებს და არსადაც არ წავა. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, წასვლის სურვილი არც თავად ფეხბურთელს აქვს. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. გარანტირებული არაფერია. ჩვენ ახლა უფრო მეტად ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრაზე ვფიქრობთ, ვიდრე ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვაზე”, - უთხრა გალიანიმ Radio Gaucha-ს.
მიმდინარე სეზონში რობინიომ სერია A-ს 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.


www.worldsport.ge

0
12
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0