x
image
worldsport.ge
მოურინიო: “ეს ჩემი ყველაზე ცუდი სეზონია”

imageმადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ესპანეთის თასის ფინალში “ატლეტიკოსთან” განცდილი მარცხის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიმდინარე სეზონი ყველაზე წარუმატებელია მის კარიერაში.
“ასეთი ცუდი სეზონი არასოდეს მქონია. ჩვენ მოვიგეთ სუპერთასი, გავხდით ვიცეჩემპიონები და მივედით ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე. ბევრი მწვრთნელისთვის ეს მიღწევები წარმატებად ჩაითვლებოდა, მაგრამ ჩემთვის არა. “რეალთან” მოქმედი კონტრაქტის თანახმად, აქ კიდევ კიდევ სამი წელი უნდა დავრჩე. ერთადერთი, რასაც ყველას დავპირდები, ისაა, რომ პრიმერა დივიზიონის დარჩენილ თამაშებში მადრიდის “რეალი” ბოლომდე იბრძოლებს”, – განაცხადა მოურინიომ.


www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0